„ისტორიაში ფიგურირებს ქალი, რომელიც მოპარულ ბავშვებს ყიდდა“ - საქართველოდან კანადაში გაშვილებული 20 წლის ახალგაზრდა ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს
საქართველოდან კანადაში გაშვილებული 20 წლის ახალგაზრდა ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. აღნიშნული ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, ჯგუფში „ვეძებ“ გავრცელდა.
„სალამი, მე მქვია ჯესი. დავიბადე საქართველოში 2003 წლის 31 მარტს, გურჯაანში, როგორც წერია ჩემს აყვანის საბუთებში. 2003 წლის მაისში კი შვილად ამიყვანა ჩემმა კანადელმა ოჯახმა.
მე აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილად აყვანის საბუთები გაყალბებულია და მშობლები, რომლებიც მიწერია, სინამდვილეში, არ არიან ჩემი ბიოლოგიური დედ-მამა. ეს ვიცი ნამდვილად, რადგან ვესაუბრე მათ ბიჭს, რომელმაც მითხრა, რომ მისი დედა არც კი ყოფილა ორსულად 2003 წელს.
ასევე მითხრა ის, რომ მისი ბიძა იყო დაჭერილი ბავშვთა მოპარვაზე გურჯაანის კლინიკიდან. ასევე ფიგურირებს ისტორიაში ქალი, რომელიც ყიდდა მოპარულ ბავშვებს საქართველოდან“ - წერს ახალგაზრდა.
წყარო: პრაიმტაიმი