დეზინფორმაციაა, რომ რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება - რა ვიდეოს აქვეყნებს ვიქტორ წილოსანი?
სამწუხაროდ ტრანსპორტის პოლიტიკის კვალდაკვალ, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება. განსაკუთრებულად რუსული სანომრე ნიშნის - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი სპციალურ ქსელში წერს.
ვინც მიცნობს, მათთან ამის მტკიცება არ მჭირდება, თუმცა სააგენტოს სახელით სრული პასუხისმგებლიბით ვაცხადებ რომ კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე. მიუხედავად სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობისა. გარდა კანონმდებლობით გათვალუსწინებული და საერთაშორისოდ აღიარებული შეზღუდვებისა.
ვთხოვ მედიას და სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელების დროს თავიანთ მომხმარებლებს და თავი შეიკავონ დეზინფორმაციების გავრცელებისგან.
ეს ყველას ქალაქია!!!- წერს წილოსანი და ვიდეოს აქვეყნებს: