თეგებით ძიება

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავიდეთ კანდიდატი ქვეყნების კლუბში - თენგიზ ფხალაძე

ბევრი რამ შეიძლება ითქვას, რატომ არ ვესწრებოდით [ათენის სამიტს]. ფაქტია, რომ არ ვესწრებოდით და ესაა ცუდი! - ჩვენ თუ შევეგუეთ იმას, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ვართ ერთი ნაბიჯით უკან, ხვალ აუცილებლად ვიქნებით 2 და 3 ნაბიჯით უკან, - ამის შესახებ ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ ათენის სამიტზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, სამიტი დაკავშირებული იყო გაფართოების თემასთან და ამას ადასტურებს, შარლ მიშელის განცხადებაც.

"შემიძლია გითხრათ, რომ სამიტი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. სამიტი დაკავშირებული იყო გაფართოების თემასთან, ამას ადასტურებს, თუნდაც შარლ მიშელის განცხადება, რომელიც მან სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. ეს იყო მნიშვნელოვანი ღონისძიება და ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენ ვყოფილიყავით. ზოგადად, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ იმ რეალობას, რომ დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკან ვართ, შემგუებლობა ამის მიმართ არ უნდა დავამკვიდროთ, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ამის მიმართ შემგუებლობა დავამკვიდრეთ, მაშინ ხვალ ორი ნაბიჯით უკან აღმოვჩნდებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავიდეთ კანდიდატი ქვეყნების კლუბში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, უნდა დავესწროთ აბსოლუტურად ყველა ღონისძიებას, სადაც განიხილება ევროკავშირის გაფართოების საკითხები და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება იყოს აქტუალური. ყველა ფორმატი უნდა იყოს გამოყენებული. ბევრი რამ შეიძლება ითქვას, რატომ არ ვესწრებოდით. ფაქტია, რომ არ ვესწრებოდით და ესაა ცუდი! უნდა გავაკეთოთ ის, რომ მომავალში დავესწროთ. ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, მაგრამ საკითხი რომ მნიშვნელოვანი იყო, ამას ადასტურებს, თუნდაც შარლ მიშელის ოფიციალური პოსტი „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“.

იქ არის კარგად აღწერილი, თუ რას ეძღვნებოდა სამიტი და იქ რომ ნამდვილადაა გაფართოების თემები და ის, რომ იყო მნიშვნელოვანი. მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთ ღონისძიებებზე საქართველო იყოს წარმოდგენილი. ასეთ ღონისძიებებზე არყოფნა ჩვენთვის არის ცუდი, ეს არის აქსიომა. უნდა მივიღოთ აქტიური მონაწილეობა და გარდა ამისა, ქვეყნის შიგნითაც უნდა ვაკეთებდეთ ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსიც მივიღოთ და მოლაპარაკებებიც გაიხსნას. ახლა განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ევროკავშირის შემდგომი გაფართოება, ეს იქნება 35 თუ 37 სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ გაფართოების შემდგომ ტალღაში საქართველო მოიაზრებოდეს. ჩვენ თუ შევეგუეთ იმას, რომ ვართ ერთი ნაბიჯით უკან დღეს და ამის მიმართ შემგუებლობა დავამკვიდრეთ, ხვალ აუცილებლად ვიქნებით 2 და 3 ნაბიჯით უკან“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „ინტერპრესნიუსთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა