თეგებით ძიება
23. 08. 2023 მსოფლიო

ინდოეთში ქალი ქმრებს ძარცვავდა

ინდოეთში, ქალი სამ კაცზე გათხოვდა, ხოლო ქორწილის შემდეგ ქმრები გაძარცვა და მიიმალა. ამის შესახებ  News9Live წერს.

ქალი კაცებს სხვადასხვა სახელით ეცნობოდა და ქორწილის შემდეგ ფულითა და ძვირფასეულობებით „ქრებოდა“.

ქალის ერთ-ერთი ქმარი ამბობს, რომ ქალმა მას ქორწილიდან მალევე უთხრა, რომ ნათესავების მოსანახულებლად მიდიოდა და მალევე დაბრუნდებოდა. ქალი უკან არარ დაბრუნდა და კაცმა აღმოაჩინა, რომ მას მთელი ფული და ძვირფასეულობა წაღებული ჰქონდა. 

კაცმა პოლიციას მიმართა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ქალს ანალოგიური სქემით კიდევ 2 კაცი ჰყავდა მოტყუებული და გაძარცვული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა