კაცი, რომელსაც ზვიგენმა უკბინა, კლინიკამდე თავისი ფეხით მივიდა
ესპანეთში, ვალენსიას სანაპიროზე, კაცს ზვიგები დაესხა თავს და დაკბინა. კაცმა გადაწყვიტა, დამსვენებლები არ შეეშინებინა და კლინიკაში თავისი ფეხით მივიდა. ამის შესახებ Las Provincias წერს.
დაშავებულის თქმით, ზვიგენმა მას ფეხზე უკბინა. ეს იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ ის ვერც კი მიხვდა რა მოხდა. როცა შენიშნა, რომ ფეხიდან სისხლი მოსდიოდა, გადაწყვიტა სანაპიროზე მყოფი სხვა დამსვენებლები არ შეეშინებია და თავისი ფეხით მივიდა კლინიკამდე.
ექიმებმა კაცს ჭრილობა დაუმუშავეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ კაცს ცისფერი ზვიგენი დაესხმა თავს.
ამის შემდეგ აღნიშნული სანაპირო დროებით დაიკეტა.