თეგებით ძიება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება გამოავლინეს - რა მოხდა თბილისის აეროპორტში?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება „Ketamine” გამოავლინეს.

მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სტამბოლი თბილისის ავიარეისით ჩამოფრენილი უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 9 კილოგრამზე მეტი, ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ნივთიერება, კუთვნილი ბარგის, წინასწარ მოწყობილ სამალავში, 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა