თეგებით ძიება

"სამწუხაროდ, დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ლევან რაზმაძე, რომელიც შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილია" - ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ლევან რაზმაძე, რომელიც შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილია.

"სამწუხაროდ, დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ლევან რაზმაძე, რომელიც შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილია", - წერს ლაშა ბერულავა.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა