ამერიკის ზოოპარკში ჟირაფი ლაქების გარეშე დაიბადა - უიშვიათესი მოვლენა
ამერიკაში, ტენესის ზოოპარკში ყავისფერი ჟირაფი დაიბადა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
პატარა ჟირაფს სხეულზე ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ლაქები არ აქვს, რაც უიშვიათესი მოვლენაა.
ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, იშვიათი ფერის ჟირაფი სრულიად ჯანმრთელია და სიმაღლეში უკვე თითქმის 2 მეტრია.
ზოოპარკის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ასეთი შეფერილობის ჟირაფი შესაძლოა, მსოფლიოში მხოლოდ ერთი იყოს.