ცნობილი გახდა ტოტო კუტუნიოს გარდაცვალების მიზეზი
ცნობილი გახდა იტალიელი მომღერლის, ტოტო კუტუნიოს გარდაცვალების მიზეზი. ის მილანში, 80 წლის ასაკში, გუშინ გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში კუტუნიო ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აღმოაჩნდა. მაშინ შედეგიანი ოპერაციისა და ქიმიოთერაპიების შედეგად მომრერალი სცენაზე დაბრუნდა, თუმცა ახლახან დაავადებამ რეციდივი განიცადა.
ბოლო თვეებში მომღერლის მდგომარეობა დამძიმდა. იგი საავადმყოფოში, პრაქტიკულად, ექიმების ხელში დაიღუპა.
მომღერალს 80 წელი 2023 წლის 7 ივლისს შეუსრულდა.