თეგებით ძიება

„კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე კიდევ ერთხელ, ამჯერად მოლდოვაში დააკავეს

ქარ­თვე­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“, მინ­დია გო­რა­ძე (ლა­ვა­ს­ოღ­ლი) ამ­ჯე­რად მოლ­დო­ვა­ში და­ა­კა­ვეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სპე­ცო­პე­რა­ცია კი­ში­ნი­ოვ­ში 19 აგ­ვის­ტოს ჩა­ტარ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში სდე­ბენ ბრალს. ლა­ვა­ს­ოღ­ლიმ ყო­ფილ თა­ნა­საკ­ნელ­თან ერ­თად ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და ყო­ფილ პარტნი­ო­რებს შო­რის საქ­მის გარ­ჩე­ვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და "ჯილ­დოდ“ ერთი მი­ლი­ო­ნი ევრო, ნაღ­დი ფუ­ლის და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ხით მი­ი­ღო.

პო­ლი­ცი­ამ ჩხრე­კა კი­ში­ნოვ­ში ლა­ვა­ს­ოღ­ლის სახ­ლებ­ში ჩა­ა­ტა­რა. ამო­ღე­ბუ­ლია ნაღ­დი ფული და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალ­ბა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ტი­რა­ნა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლი, 42 წლის ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ლა­ვა­ს­ოღ­ლი და­ა­კა­ვეს. ლა­ვა­ს­ოღ­ლი ტი­რა­ნა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქის ყალ­ბი პას­პორ­ტით სხვა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ცხოვ­რობ­და. ლა­ვა­ს­ოღ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გახ­ლდათ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და ია­რა­ღის უნე­ბარ­თვოდ შე­ნახ­ვა­ში, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მა­შინ გი­სო­სებს თავი და­აღ­წია.

მინ­დია გო­რა­ძეს 2016 წელს ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჯგუ­ფუ­რი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვი­სა და ძა­ლა­დო­ბის­თვის 12 წელი შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა მა­შინ სა­სა­მარ­თლომ საქ­მის გან­ხილ­ვა 9-თვი­ან ვა­და­ში ვერ და­ას­რუ­ლა და ლა­ვა­ს­ოღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წი­ათ. მან სა­ქარ­თვე­ლო მა­ლე­ვე და­ტო­ვა და თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა