„საშინელება ხდება ქავთარაძეზე! ყოველდღე ზომბი აპოკალიფსის მომსწრე ვარ ლაივში!“ - რას წერს სოცქსელის მომხმარებელი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ალექსანდრე ბუზალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გაუსაძლისი ვითარებაა.
„არ შეიძლება ნარკოლოგიური სადმე სხვაგან გადაიტანონ?!
ყოველდღე ზომბი აპოკალიფსის მომსწრე ვარ ლაივში!
ვუყურებ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც სახეზე ფერი დაკარგვიათ, თვალებიც ჩაქრობიათ, ხელების კონტროლიც დაუკარგავთ და ნელი ნაბიჯებით მიათრევენ უკან ჩამორჩენილ ფეხებს!
პ.ს საშინელება ხდება ქავთარაძეზე“, - წერს ბუზალაძე.