თეგებით ძიება
23. 08. 2023 მსოფლიო

რუსების დაბომბვის შედეგად საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა

რუსეთის მიერ დრონებით დაბომბვის შედეგად დუნაის სანაპიროზე, საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. Reuters ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ კუბრაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთი ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს სისტემატურად ურტყამს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს“, - განაცხადა კუბრაკოვმა.

ცნობილია, რომ რუსების თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა და სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია ურაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა