თეგებით ძიება
23. 08. 2023 მსოფლიო

ალპებში მყინვარის დადნობის შემდეგ 22 წლის წინ დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ავსტრიის ალპებში, მყინვარის დადნობის შემდეგ, სავარაუდოდ, 22 წლის წინ მყინვარზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ნაშთები იპოვეს.

ცხედარი იტალიის საზღვართან მდებარე შლატენკეის მყინვარზე, დაახლოებით 2 900 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს. მის სიახლოვეს მაშველებმა ზურგჩანთას მიაგნეს, რომელშიც ნაღდი ფული, საბანკო ბარათი და მართვის მოწმობა იდო. მამაკაცს თან სათხილამურო აღჭურვილობაც ჰქონდა.

პოლიციამ დაადგინა, რომ ცხედარი ავსტრიელი მამაკაცისაა, რომელიც 2001 წელს უნდა გარდაცვლილიყო, რა დროისთვისაც ის 37 წლის იქნებოდა.

დნმ-ის საშუალებით მამაკაცის ვინაობა რამდენიმე დღეში დაზუსტდება.

რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში მყინვარების დნობის პირობებში გახშირდა ათწლეულების წინ გაუჩინარებული მოლაშქრეების, მოთხილამურეების და ალპინისტების ნაშთების აღმოჩენის შემთხვევები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა