ქუჩები, სადაც 24 აგვისტოს ელექტროენერგია გაითიშება - ჩამონათვალი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ალუბლების და სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაინების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, დომენტი ჟღენტის, კლდეკარის, ლამისყანის, ნაქალაქევის, ორბეთის, სამღერეთის, ხერთვისის, წერონისის, გარეჯის, პიონერის და მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, დგებუაძის, უშანგი ჩხეიძის, ტეტელაშვილის, სანაპიროს და მარჯანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.