თეგებით ძიება
23. 08. 2023 მსოფლიო

ინდოეთმა მთვარეზე მისია ჩანდრაიან-3 დასვა

ინდოეთმა მთვარეზე მისია ჩანდრაიან-3 დასვა, შესაბამისად, ის გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე მუშა მავალი დასვა. უცხოური მედიის ცნობით, მისიაში სტატიკური ხომალდი და მავალი შედიან, რომლებიც მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში "უსაფრთხოდ და რბილად" დაეშვნენ.

ინდოეთამდე ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა შეძლეს.

"ჩვენ მივაღწიეთ მთვარეზე რბილად დაშვებას. ინდოეთი მთვარეზეა", - განაცხადა ISRO-ს თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 20 აგვისტოს, მთვარის ამ რეგიონში მისიის დასმას რუსეთიც ცდილობდა, თუმცა რუსული კოსმოსური ხომალდი მთვარეს შეეჯახა და განადგურდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა