თეგებით ძიება

„ნუ გეგონებათ შემთხვევითი, რომ ვიღაც რაქშასები (დემონები) დროდადრო გამოაგორებენ ხოლმე ძველ ვიდეოებს“ - რას წერს რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური საზოგადოებაში  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ნუ გეგონებათ შემთხვევითი, რომ ვიღაც რაქშასები (დემონები) დროდადრო გამოაგორებენ ხოლმე ძველ ვიდეოებს, „წიპა“:

* ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფეს აგინა;

* გიორგი ბაქრაძემ ნესტან-დარეჯანს ცუდი ადამიანი უწოდა;

* თეა გოდოლაძე პარტნიორის წინააღმდეგ მტკივნეული ილეთის გამოყენებას ცდილობდა, რომელიც მისთვის თვით ძიუდოს შექმნელს ძიგორო კანოს უსწავლებია და ა. შ. 

ამ ყველაფერს ერთი და იგივე „კანტორა“ აკეთებს და ამას ორი მიზანი აქვს - ჩაწიხლონ ინტელექტუალები, გააუფასურონ აზროვნების ველი, გააჩუმონ ინდივიდები და ააყეფონ ის მენტალური სხეულის არმქონე ტიპები, რომლებსაც არც ერეკლე მეფის შესახებ და არც „ვეფხისტყაოსნის“ არა თუ ერთი გვერდი, არამედ ერთი სტრიქონიც კი არ აქვთ წაკითხული და საბოლოოდ აქციონ ბიომასად, რომელიც საერთოდ ვერ აზროვნებს და სახელმწიფოსგან წამოსულ ნებისმიერ საზიზღარ პროპაგანდას ბრმა ჭუკივით ყლაპავს“ - წერს გიგაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა