თეგებით ძიება

"ვაგნერი" პრიგოჟინისა და უტკინის დაღუპვას ადასტურებს

"ვაგნერი" ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის დაღუპვას ადასტურებს. ამასთან, ქსენია სობჩაკი, „ფონტანკას“ წყაროები და ზაპოროჟიეს "ადმინისტრაციის" წარმომადგენელი ამბობენ, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციიას რუსულ მედიაზე დაყრდნობით spnews.io ავრცელებს. 

ვლადიმერ როგოვი, რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს რეგიონის „ადმინისტრაციის“ წარმომადგენელი, აცხადებს, რომ ახლახან ესაუბრა „გამოჩენილ მუსიკოსებს“ ასე უწოდებენ „ვაგნერის“ მებრძოლებს), რომლებმაც დაადასტურეს პრიგოჟინის და ვაგნერის მეთაურის დიმიტრი უტკინის გარდაცვალება.

თვითმფრინავში პრიგოჟინი რომ იმყოფებოდა, ასევე ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკის წყაროები ადასტურებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა