რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა? - ლევან რატიანი მოსახლეობას აფრთხილებს
ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს. ამის შესახებ გადაცემაში „ექიმები“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ისაუბრა:
ვაშლი - ვაშლის კურკას თავისებურ გემოს ციანიდი აძლევს. ეს არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც გარკვეული დოზის შემდეგ ტოქსიკურ ეფექტს იძლევა და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ეს ვაშლის ჯიშზე არ არის დამოკიდებული და დიდი დოზით ციანიდი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოაგდენს. თუმცა, ვაშლის კურკა დიდი რაოდენობით ამ ნივთიერებას არ შეიცავს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ის საფრთხის შემცველი ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა, ისეთი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორებიცაა: გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი, შფოთვა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ვაშლის კურკა გარედან მყარი გარსითაა დაფარული, რომელსაც კუჭის წვენი ვერ შლის. ამიტომ, მისი შემადგენელი სტრუქტურა, რომელშიც ციანიდი შედის, ორგანიზმში ვერ მოხვდება და ნაწლავები ვერ შეიწოვს. იგივე შეიძლება ვთქვათ ალუბლის კურკაზე, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს ციანიდს - ამბობს ლევან რატიანი.