თეგებით ძიება

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.

„ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული: nceprice.moh.gov.ge/ui/#/main - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა