თეგებით ძიება

"ხელი გაუშვი, რას აკეთებ, ბიჭო?!" - რა ვიდეო ვრცელდება ბათუმიდან?

მოქალაქე, მერაბ ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს.

"ქალაქ ბათუმში, იუსტიციის სახლთან პარკინგის უქონლობისა და შლაგბაუმის გახსნა-არგახსნის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

შეხლა-შემოხლის გამო, გულწრფელად ვამბობ, ამ ადამიანებს შეიძლება დღეს შეუკერონ საქმე, მაგრამ ჩვეულებრივ შეიძლებოდა ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულებულიყო.

ახალგაზრდა კაცი პარკინგის უქონლობას აპროტესტებდა, ფეხი ჰქონდა ნატკენი, იყო კასტილით და მისი მეუღლე იყო ფეხმძიმედ.

მათ გამოთქვეს პოლიტიკური მოსაზრებები, რის გამოც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაიწყო დაკავება მისი, რაც მისმა მეგობარმაც გააპროტესტა და ისინიც მიაყოლეს.

ჩემი შეფასებით, არაფარდოვანი და არაპროპორციული ძალა აჩვენა პოლიციამ. მათ შეიძლება ჩაწერონ წინაღმდეგობის გაწევა და სასამართლომ ეს დაიჯეროს, მაგრამ ფაქტია, ადამიანი იყო კასტილით და უჭირდა გადაადგილება. სადმე ვერ გაიქცეოდა. პოლიციას უნდა აეხსნა განმარტებით, რას არღვევდა და თუ დაინახავდა გადაცდენას, მაშინ იქნებოდა გამართლებული პატიმრობა", - წერს მოქალაქე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა