„რამდენმა იცით, რომელ ყურზე და რატომ ეკეთა საყურე დავით აღმაშენებელს?“ - რას წერს გოჩა მირცხულავა?
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.
„დავით აღმაშენებელს საყურე რომელ ყურზე ეკეთა და საერთოდ რატომ ეკეთა? ერისთავების საყურეები რას მივაწერო?
მართლა არ გიტყდებათ, განსაკუთრებით ელიტას რომ მიაკუთვნებთ თავს, იმ ადამიანებს, ნესტან-დარეჯანს რომ იცავთ ვითომ თავგამოდებით? იმათ, რომ არ გრცხვენიათ ვისაც დღემდე რომ ვერ გაგირჩევიათ, ვეფხისტყაოსანია თუ ვეფხვისტყაოსანი - ეგ გასაგებია? რას ბოდავთ, რაზე აკეთებთ კომენტარებს და ვინ დაგსვათ აზრის ცენზორად, მისაღებია ის თუ მიუღებელი. რომელი რუსთველოლოგები თქვენ ხართ და რომელი პატრიოტული გრძნობები შეგელახათ, ან როგორ შეგელახათ ის, რაც არ გაგაჩნიათ ცალკე კონფორმისტებს და ცალკე კიდევ პირდაპირი მნიშვნელობით ოროსნებს? და კიდევ, იმ ქალის სახელი გამახსენეთ, რუსთაველმა ბოზ-მეძავ პერსონაჟად რომ წარმოგვიჩინა. აბა, რამდენმა ფეისბუქ-რუსთველოლოგმა იცით?
სახელმწიფო არ გვაქვს - მხოლოდ იმიტაციაა, ქვეყანა დღითიდღე პატარავდება, სამშობლოს საკუთარი შვილები სძულს და 250 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს, მამები შვილებს აუპატიურებენ, სამღვდელოების უმეტესობა ძველი აღქმას ქადაგებს და მკერდზე ჯვარს ატარებს, მმართველი პოლიტიკური ელიტა კორუფციაშია ჩანეხვებული, ჯერაც არ დასრულებულა 3 აგვისტოს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა პროცესია და რაზე ფიქრობთ, რაზე დარდობთ, რაზე დავობთ სიძულვილით გულსავსე ადამიანები.
ფუ, რა საზიზღარი შესახედავები ხართ მაინც. მეჯღანუაშვიულიც კი საოცრად პოზიტიური გმირია თქვენთან შედარებით.
საქმე მაინც არ გაქვთ და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვიკითხავ - რამდენმა იცით, რომელ ყურზე და რატომ ეკეთა საყურე დავით აღმაშენებელს?“ - წერს მირცხულავა.