„2008 წელი იყო რეპეტიცია, მაშინ მე ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობაში ვიყავი“ - მიხეილ სააკაშვილი
2008 წელი იყო რეპეტიცია, მაშინ მე ვოლოდიმირ ზელენსკის მდგომარეობაში ვიყავი, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ წერილში წერს.
მისი თქმით, ხუთდღიანი ომის დროს აშშ-ს რომ არ ეჩვენებინა ძალის გამოყენების მზადყოფნა, პუტინი საქართველოს დაპყრობის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.
„რა დასკვნები შეიძლება, გაკეთდეს 2008 წლის მოვლენებიდან? ბუქარესტის შეხვედრას წევრობის სამოქმედო გეგმა რომ მოეცა, არ იქნებოდა შემდგომი კრიზისები. ხუთდღიანი ომის დროს აშშ-ს რომ არ ეჩვენებინა ძალის გამოყენების მზადყოფნა, პუტინი საქართველოს დაპყრობის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ანუ მოახდენდა მთელი ქვეყნის ოკუპაციას და ფიზიკურად გამანადგურებდა მე და ჩემი მთავრობის წევრთა უმრავლესობას. მის შემდეგ სერიოზულ სანქციები რომ დაეწესებინათ პუტინისთვის, ან სულ მცირე მისთვის არ შეეთავაზებინათ „გადატვირთვის“ პოლიტიკა, ყირიმი არ მოხდებოდა. ჩვენ არ ვიქნებოდით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.