დავხოცავთ ერთმანეთს - რას ამბობს დათო ლიკლიკაძე?
რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია გადაღებული. ვიდეოში ქალი ტრანსპორტში მყოფ ახალგაზრდას ჩაცმულობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოკლე შორტი არ უნდა ეცვას.
დღეს ისევ გავრცელდა ახალი ვიდეო, სადაც ჩაცმულობასთან დაკავშირებით ისევ დაპირისპირებაა ქალებს შორის.
კადრებს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქალების დაპირისპირების ვიდეოს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ასე ეხმიანება:
„კიდევ დაიდო სხვა ვიდეო შორტებიან გოგონას წინააღმდეგ. ამჯერადაც ქალი დაესხა ქალს. თუ სასწრაფოდ არ აცივდა ქვეყანაში, ვგონებ დავხოცავთ ერთმანეთს“,-წერს დათო ლიკლიკაძე.