ნიკა გვარამიას რადას მედალი გადაეცა
უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ ღონისძიებაზე “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დააჯილდოეს.
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა მთავარმა არხმა დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ! - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.