პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის თარიღი ცნობილია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 4 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სოჭში ჩავა, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ თურქ დიპლომატზე დაყრდნობით ТАСС წერს.
„პრეზიდენტების შეხვედრა რუსეთში იგეგმება, თარიღი - 4 სექტემბერია. ეს იქნება სოჭში“, - უთხრა წყარომ სააგენტოს.
მანამდე თურქული მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინის და ერდოღანის შეხვედრის მთავარი თემა მარცვლეულის შეთანხმება და მისი აღდგენა იქნებოდა.