პრიგოჟინის დაღუპვას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფას და მის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ მოვლენებთან კავშირი უკრაინას არ აქვს.
„როდესაც უკრაინა თვითმფრინავებთან დაკავშირებით მსოფლიოს ქვეყნებს მიმართავდა, ამას არ ვგულისხმობდით, თუმცა, ეს გარკვეულწილად აუცილებლად დაგვეხმარება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ყველა აცნობიერებს, ვინ არის ამ საქმეში ჩართული.