თეგებით ძიება

"ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი... ასევე, მოზარდის ცხედარი და ერთი ადამიანის ფრაგმენტი" - თემურ მღებრიშვილი

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ორი ცხედრიდან ერთი, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის, მეორე კი მოზარდს - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან ისაუბრა.

"ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით, საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, შოვში, 3 აგვისტოს მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი ისევ ეძებენ.   


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა