თამარ ჩერგოლეიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ჩვენს მეგობარს, რაფაელ გლუქსმანს დედა გარდაეცვალა.
ფანფანზე სულ ერთი ისტორია მახსენდება.
თბილისში იყვნენ ეგ და ანდრე.
გიგა და რაფაელი ერთმანეთზე სულ ხუმრობენ, სულ, სულ …
გაიცნო ამან ფანფანი და დაიწყო რაფაელზე თავისებურად - არ ინერვიულოთო, კარგად ვუვლით თქვენს შვილსო, რუსეთთან საომარ მდგომარეობაში კი ვართ, მაგრამ რაფაელს არაფერი ემუქრებაო … აგრძელებს და მე ვხედავ რომ ფანფანის სახე იცვლება, მკაცრდება და ბოლოს გააჩერა გიგა: ანუ შენ რას მეუბნები, რომ მე მხდალი შვილი გავზარდე და რუსეთთან დაპირისპირებაში მოფრთხილება სჭირდებაო? So you are telling me he is COWARD?!
გიგას სიცილი სახეზე შეაშრა და მე და რაფაელი ავხარხარდით.
მეთქი გიგა, არასოდეს ეხუმრო ებრაელ დედას თავის ვაჟზე! მითუმეტეს, თუ ეს დედა ფანფან გლუქსმანია.
ბევრი ეგეთი დედა გვინდა დასავლეთში, ერთი წავიდა“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.