ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას!“- წერს ირაკლი კობახიძე.