თეგებით ძიება

სად დავასვენოთ ბავშვი, მთაში თუ ზღვაზე - პედიატრის რჩევა

ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს. მშობლები სასიამოვნო დასვენებასთან ერთად, ცდილობენ, ბავშვისთვის სასარგებლო კურორტი აირჩიონ, ხშირად ვერ გადაუწყვეტიათ, მთისკენ აიღონ გეზი, თუ ზღვისკენ.

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ​ბავშვის ჯანმრთელობაზე მთის კურორტების დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ზღვასთან შედარებით, მთა უფრო სასარგებლოა.

„სამედიცინო თვალსაზრისით, მთას შესაძლებელია მეტი უპირატესობა ჰქონდეს, ვიდრე ზღვას. დადგენილია და ცნობილია, რომ მთიანეთში მცხოვრები ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დაბლობში მცხოვრები ადამიანები. მთის ჰაერი გამაჯანსაღებელია. ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ ჟანგბადი სიცოცხლის სათავეა, მაგრამ ზედმეტი ჟანგბადიც არ ვარგა. ჟანგბადის კონცენტრაცია როდესაც ცოტა დაბალია, ეს უკეთესიც არის. საშუალო მაღალმთიანეთში, 1000 მეტრიდან 1500 მეტრამდე, ჩვენ გვაქვს ჟანგბადის გარკვეული ნაკლოვანება, რაც უკეთესად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

პირველ რიგში, ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის და ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა და ჰემოგლობინი მატულობს. მეორე ამბავია, რომ მადა უმჯობესდება. ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაც უმჯობესდება. ყველა ასაკში გვინდა დაწყნარება. ​მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები. საერთოდ ძალიან კარგია შორს რომ გავიხედოთ. ეს კარგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, თვალებისთვის, ცენტრალური ნერვული სისტემისთვის.“ - ამბობს სპეციალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა