თეგებით ძიება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გერმანული ნაგაზი სახელად პრადა შეუერთდა

სპეციალურ  პენიტენციურ სამსახურს გერმანული ნაგაზი სახელად პრადა შეუერთდა - ამის შესახებ ინფორმაცია დაწესებულების ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება. 

🔷 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევის თავიდან აცილების აღკვეთის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

🔷  დღეს უკვე გერმანული ნაგაზი სახელად პრადა ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში სამსახური მოამზადებს შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობას, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ჩაერთვებიან პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.

🔷  სამსახური, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე - ვკითხუობთ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა