პეტერბურგში, ვაგნერის ცენტრთან, მოქალაქეებს ყვავილები და „ვაგნერელების“ სიმბოლოები მიაქვთ
პეტერბურგში, ვაგნერის ცენტრთან, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, სპონტანურად შექმნილი მემორიალი გაჩნდა, სადაც ქალაქის მაცხოვრებლებს ყვავილები და „ვაგნერელების“ სიმბოლოები მიაქვთ.
შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვანგერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. წინასწარი ინფორმაციით, მათი ცხედრები ამოცნობილია, თუმცა მათ გენეტიკური ექსპერტიზა მაინც ჩაუტარდებათ.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
