ქვეყნის წარმატების ფორმულა არის შემდეგი - ქოცები გარეთ, ჩვენ „ევროპული საქართველო“ შიგნით, ნაცები ქვემოთ - თამარ ჩერგოლეიშვილი
ქვეყნის წარმატების ფორმულა არის შემდეგი - ქოცები გარეთ, ჩვენ „ევროპული საქართველო“ შიგნით, ნაცები ქვემოთ - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ახლო მომავალში, ამ ქვეყნის წარმატების ფორმულა არის შემდეგი:
მთავრობა სადაც ქოცები არიან გარეთ, ჩვენ (ევროპული საქართველო • European Georgia) - შიგნით, ნაცები - ქვემოთ.
NATO-ს წარმატების ფორმულა აღწერა ლორდ ისმეიმ ასე:
რუსები - გარეთ, ამერიკელები - შიგნით, გერმანელები - ქვემოთ.
იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც.
ქოცები - გარეთ, რეალურად პროდასავლური ოპოზიცია - შიგნით, ნაცები - ქვემოთ“- წერს ჩერგოლეიშვილი.