„რთული ბედის მქონე კაცი იყო, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა“ - პუტინმა „ვაგნერის" მეთაურის სიკვდილთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია
რუსეთის პრეზიდენტმა "ვაგნერის" მეთაურის სიკვდილთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. ვლადიმირ პუტინმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.
პუტინის თქმით, წინასწარი მონაცემების თანახმად, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში „ვაგნერის“ წარმომადგენლები იმყოფებოდენენ.
პუტინმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინი რთული ბედის კაცი იყო, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა.