თეგებით ძიება

ნოვაია გაზეტას ცნობით, უკრაინის 6 მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

ნოვაია გაზეტას ცნობით, 16-17 აგვისტოს საქართველოში უკრაინის 6 მოქალაქე არ შემოუშვეს.

გამოცემის თანახმად, ისინი ყოფილი ტყვეები არიან, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ხერსონიდან იძულებით წაიყვანეს.

ნოვაია გაზეტა წერს, რომ უკრაინის მოქალაქეებს საზღვრის კვეთაზე უარი "სხვა მიზეზებით" ეთქვათ.

მედიის ინფორმაციით, სანამ ქვეყანაში შემოშვების თხოვნით უფლებადამცველები ყველა შესაძლო ინსტანციას მიმართავენ, რუსეთის უსაფრთხოების ძალები უკრაინელების გატაცებას ცდილობენ.

დეტალები: უფლებადამცველი ორგანიზაციის, Unmode-ის ხელმძღვანელის თქმით, 6 პირი ამჟამად ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში იმყოფება.

"FSB-ის თანამშრომლები სამოქალაქო მანქანით მივიდნენ, თვითონაც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები. ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩასმა სცადეს, დანარჩენებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. დასახმარებლად ქართველი მესაზღვრეები გამოიქცნენ. ახლა ისინი მალავენ ბიჭებს თავიანთ ტერმინალში", — ამბობს აიდანა ფედოსიკი გამოცემასთან.

მისივე განცხადებით, მესაზღვრეები უკრაინელებისთვის აუცილებელი ნივთების გადაცემის უფლებას არ აძლევენ.

"ყოფილ პატიმრებს შორის ერთი აივ დადებითია. მას უკვე ოთხი დღეა წამლები დაუმთავრდა. მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ყოველდღიურად შესამჩნევად უარესდება", — წერს გამოცემა.

წყარო: On.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა