"შოვი ჩემთვის დასრულდა, იქ აღარასდროს ავალ" - დავით ჯელაძე
შოვის ტრაგედიას გადარჩენილი, დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"შოვი ჩემთვის დასრულდა...
რაჭა შოვის გარეშე.
იქ აღარასდროს ავალ", - წერს დავით ჯელაძე.
ცნობისთვის, შოვში, 3 აგვისტოს მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 2 ადამიანს კი ისევ ეძებენ.