თეგებით ძიება

"11 ან 12 წლის ვიქნებოდი, მამაჩემის ძმისშვილი ჩემზე რამდენიმე წლით იყო უფროსი... ხელს ჩააცურებდა დაბლა და მისვამდა ბაყვებზე“ - ძალადობის მსხვერპლის ნაამბობი

ფეისბუქგვერდი "ნაამბობი“,  რომელიც ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი ადამიანების ისტორიის გამოქვეყნებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, 11-12 წლის ასაკში სექსუალურად შევიწროებული ქალის ამბავს აქვეყნებს.

"11 ან 12 წლის ვიქნებოდი, მამაჩემის ძმისშვილი ჩემზე რამდენიმე წლით იყო უფროსი...

ერთ დღეს მივხვდი რომ ხელს არასწორ ადგილას მიფათურებდა, გავიქეცი და დავიმალე. სანამ ჩემ ძმას არ დავiნახავდი, მასთან სიახლოვეს არ მივდიოდი.

ეს ბიჭი ჩვენთან ხშირად რჩებოდა. მერე გვერდით დამიჯდებოდა ყველას თანდასწრებით, დაიდებდა ბალიშს ან მუთაქას, ხელს ჩააცურებდა დაბლა და მისვამდა ბაყვებზე.

თავიდან გაოცებული ვუყურებდი და ვითომ არაფერს აკეთებდა, რეაქცია არ ჰქონდა. მერე გადავჯდებოდი აღარ ვუჩერდებოდი ახლოს.

დიდი რომ გავიზარდე. მივხვდი რასაც აკეთებდა, ვეღარ ვიტანდი უფრო ხშირად ვარიდებდი თავს და ძალიან დიდი დროის მანძილზე ეს ისტორია საკუთარ თავში დავბლოკე.

ახლა რომ მახსენდება, ბავშვური გადმოსახედიდან, კიდევ კარგად დავიცავი თავი. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა მაგრამ ვიცოდი არასწორად აკეთებდა რაღაცას, არ მსიამოვნებდა და მეზიზღებოდა რასაც აკეთებდა, მაგრამ ვერ ვამბობდი, ისე ნაგლად, ყველას თანდასწრებით შვებოდა იგივეს...", - წერია პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა