"იპოვეს მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია "ალინა" - რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი?
რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
„ცუდი ამბის მაცნე ვარ: ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა - მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს.
"რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა "ზაზა".
გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია "ალინა".
ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ახლახანს ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.
- განისვენოს შენმა სულმა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ..." - წერს ზაზა მესხის ოჯახის წევრი, რაფაელ გოგიტიძე.
გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ზაზას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს - ზაზა ნამდვილად მთელ ქვეყანას დააკლდა, არამარტო მის ოჯახს...
ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და ზაზას უფროსი შვილის ცხედრები“,-ამბობს, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.