თეგებით ძიება

შესაძლოა, საპენსიო დანაზოგი დაიკარგოს? - საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება

მონაწილეები კითხულობენ, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ეს ყველაფერი არ დაიკარგება? გარანტია არის კანონი, რომელიც მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს იცავს, ეროვნული ბანკი, რომელიც ამას საკმაოდ მკაცრად და ჯეროვნად არეგულირებს, ზედამხედველობს და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელშიც შედიან კვალიფიციური, გამოცდილი კაპიტალის ბაზრის ექსპერტები“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ ეროვნულ ბანკთან საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 6 სექტემბერს პორტფელის არჩევის ვადა იწურება, კანონში ცვლილებების გატარების შემდეგ მონაწილეს ნებისმიერ დროს, მუდმივ პერიოდში პორტფელის შეცვლის საშუალება ექნება.

„საინვესტიციო საბჭოს ექსპერტები არიან საერთაშორისო დონეზე შერჩეული და ეს ხალხი მართავს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ თქვენს დანაზოგებს.

რაც შეეხება პორტფელის არჩევანს, მესმის, რომ არის ვადა 6-7 სექტემბერი, თუმცა ეს ვადა გახანგრძლივდება, როგორც კი ჩვენ კანონში ცვლილებებს გავიტანთ და მონაწილეს მუდმივი არჩევანის საშუალება ექნება, რომ ნებისმიერ დროს შეძლოს თავისი არჩევანი გააკეთოს. საქმე ისე არ მუშაობს, რომ ყოველდღე ცვალო პორტფელი. მე მივიღე გადაწყვეტილება, 12 თვეში ერთხელ დავაკვირდე ჩემს გადაწყვეტილებას, მერე შემიძლია ნებისმიერ დროს შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება. ეს ვნებათაღელვა, რომელიც ემსახურება მაღალრისკიან პორტფელს, ეს არის მზარდი პორტფელი, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე საუკეთესო პორტფელი, ჩემი დანაზოგიც მზარდ პორტფელში მაქვს. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გრძელვადიან პერიოდში გვქონდეს 55% ჩვენი დანაზოგის ინვესტირებული კომპანიებში, რომლებიც მაღალ ზრდას მოიტანენ.

ყველაზე კარგი გარანტია არის განხორციელებული საქმე, ყველაფერი ფასდება ფაქტობრივი გარემოებებით. ახლა ჩვენ რომ ვიწყებდეთ ამას და ვიძახდეთ, რომ სამომავლოდ მე მგონი, ასე იქნება, ეს იქნებოდა ჰაერში ლაპარაკი. ჩვენ ბოლო 4,5 წლის მანძილზე დავამტკიცეთ, რომ ეს რეფორმა მუშაობს, ამ რეფორმაში ყოფნა არის მიზანშეწონილი. 480 მილიონი ლარი მონაწილეების სახელზე დარიცხული სარგებელი აი, ეს არის გარანტია. საქმე თავის თავზე მეტყველებს. ამ ბოლო 4 წლის მანძილზე იყო კოვიდი, ინფლაცია, ომი და მერე კიდევ ინფლაცია. მიუხედავად ამ ტურბულენტობისა, ჩვენ მოვიტანეთ ინფლაციაზე 12%-ით მეტი შემოსავალი, როცა შარშან ყველა საპენსიო ფონდი შემცირდა რეგიონში, ჩვენ გავიზარდეთ 7%-ით, დავიცავით ჩვენი ინვესტიციები და სწორად გადავანაწილეთ“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა