„სისხლიანი, გრძელი და ნელი“ - გენერალი მილი უკრაინის კონტრშეტევაზე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ძალები უკრაინის კონტრშეტევისთვის მოემზადნენ და შექმნეს რთული ბარიერები.
„უკრაინის კონტრშეტევა სისხლიანი, გრძელი, რთული და ნელია. ჩვენ ეს ვიწინასწარმეტყველეთ თვეების წინ“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინელებს ჰყავთ მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, ჯერ ადრეა იმის თქმა, წარმატებული იყო თუ არა ეს კონტრშეტევა.
„სიჩქარე, რომლითაც მიმდინარეობს თავდასხმა, დადასტურდა, რომ უფრო ნელია, ვიდრე დაგეგმილი იყო“, - დასძინა მილიმ.
მისი თქმით, 200 ან 300 ათასი რუსი ჯარისკაცის სამხედრო გზით გაყვანა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იქნება.
„უკრაინული ძალები ინტენსიურად ივარჯიშებენ ევროპის სხვადასხვა კუთხეში შეტევითი ფორმირებების მართვისა და კონტროლის, ერთობლივი სამხედრო მანევრებისა და რთული დაბრკოლებების გადალახვის უნარებში, რაც გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს“, - განაცხადა გენერალმა.