ბავშვი გამუდმებით სასქესო ორგანოზე იკიდებს ხელს - რას გვირჩევს პედიატრი?
ამჩნევთ, რომ ბავშვი ხშირად ეხება სასქესო ორგანოს და ინტერესით იკვლევს სხეულს? ნუ გაკიცხავთ და ნუ შეარცხვენთ მას. დელიკატური თემა დელიკატურ მიდგომას მოითხოვს.
რა სჭირს ბავშვს, რატომ იყოფს ხელებს გამუდმებით საცვლებში, როგორ გადავაჩვიოთ ის ამ ჩვევას?
სკოლამდელ ასაკში ზრდასრულობის ძირითადი წინაპირობები ყალიბდება: 3 წლის ასაკში ბავშვი სწავლობს სიყვარულს, 3-დან 7 წლამდე უყალიბდება აზრები სამომავლო ურთიერთობებზე. ფსიქოსექსუალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ასევე ადრეულ და სკოლამდელ ასაკს ემთხვევა.
სქესის კუთვნილების ცოდნა, ფიზიოლოგიისადმი ინტერესი, სხეულის შესწავლა, ნორმალური მოვლენაა. განვითარების ინტელექტუალური ნორმასთან ერთად სასქესო ორგანოებისადმი ინტერესი სწრაფად ქრება.
მაგრამ თუ ბავშვი ხშირად ეხება სასქესო ორგანოს, საცვლებს გამუდმებით აწვალებს ან საერთოდ იხდის, აკეთებს ამას საჯაროდ, ეს ნიშნავს, რომ ის განიცდის ფსიქო-ემოციურ სტრესს. შეიძლება საქმე გვქონდეს აკვიატებულ მოძრაობებთან, რომლებსაც გარკვეული პირობები აძლევს ბიძგს .
ასეთი ქმედებების მრავალი ძირითადი მიზეზი არსებობს, ისინი შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად:
1. ფიზიოლოგიური პრობლემა
ძალიან მჭიდრო და არასასიამოვნო საცვლები;
ცუდი ჰიგიენა
2. სამედიცინო პრობლემა
შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესები;
ენტერობიოზი;
ალერგიული რეაქცია (მაგალითად, სარეცხი ფხვნილის მიმართ)
გაძლიერებული ოფლიანობა ან ქავილი და ა.შ.
3. ფსიქოლოგიური პრობლემა
ოჯახური მდგომარეობა (ემოციური დაძაბულობა, ყურადღების მიქცევა)
ნეიროფსიქოლოგია (მოწყენილობა, ზედმეტი დაძაბვა, შფოთვა, შიში, სევდა)
ასაკთან დაკავშირებული ფსიქოლოგია.