თეგებით ძიება

ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს - რას ამბობს რაჭის სახელმწიფო რწმუნებული?

ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.

პაპუნა მარგველიძის თქმით, პრევენციის მიზნით, გლოლის ტერიტორიაზე მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტი იწმინდება:

„გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ ამოყვანილი იქნა 2 გარდაცვლილის ცხედარი, რომელიც იდენტიფიცირების მიზნით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ამასთან, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პრევენციის მიზნით, გლოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში“, – თქვა პაპუნა მარგველიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა