თეგებით ძიება

“არც მიფიქრია, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, მაგრამ კალაძის შემყურე ვრწმუნდები, რომ ვცდებოდი“ - სალომე სამადაშვილი

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“არც მიფიქრია, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს - ყველას დედაქალაქია - ‘ხოხბის შთამომავლისაც’ და ‘გუშინ ჩამოსულისაც.’

კალაძის შემყურე ვრწმუნდები, რომ ვცდებოდი - თბილისელი უნდა იყოს.

ფროიდით დაინტერესებულ ბოლო დროს, ალბათ მიხვდება, რას ვგულისხმობ…იმასაც, ივანიშვილმა რატომ არ აღირსა ქალაქს თბილისელი მერი.

ის თბილისელი ქოცები რას ფიქრობენ, სულ მაინტერესებს, სააკაშვილმა ‘სოფლელები’ დაგვასვა თავზეო, რომ ღნაოდნენ“, - წერს სამადაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა