ლატვიაში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ლატვიაში რუსეთის ჯაშუშობისა და FSB-ში მუშაობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას მედია ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი, მეოთხეს კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. მათი ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება.