თეგებით ძიება

ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა - რა ხდება თელავში?

თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, სხვადასხვა ადგილებში განთავსებული ენერგოეფექტური სკამები დააზიანეს.

დაზიანებულია ენერგოეფექტური სკამების ზედაპირები, wi fi მიმღებები და ჩამსხვრეულია მინები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, მომხდარი ფაქტების შესახებ სამართალდამცავი უწყება უკვე ინფორმირებულია.

თელავში სხვადასხვა მისამართზე და მუნიციპალიტეტის სოფლებში ენერგოეფექტური სკამების დამონტაჟება 2022 წლიდან დაიწყო.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და სხვადასხვა სოფელში , სულ 22 ასეთი სკამი დაიდგმება.

ენერგოეფექტური სკამების მონტაჟზე ბიუჯეტიდან 330 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია “SOLARTIA GROUP” ასრულებს.

ენერგოეფექტური სკამი მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს და უფასო wifi სისტემითა და ტელეფონის დამტენებითაა აღჭურვილი. ასევე, აქვს ლაითბოქსი, სადაც თელავის ტურისტული რუკა და სხვა საინტერესო ინფორმაციაა განთავსებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა