ვაგნერის ჯგუფი არ არსებობს - დიმიტრი პესკოვი
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვიც იმეორებს პრეზიდენტ პუტინის ნათქვამს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი იურიდიულ პირი არასდროს ყოფილა. ამის გამო, მან არ უპასუხა შეკითხვებს ვაგნერის ჯგუფის შესახებ.ჟურნალისტებმა პესკოვს კითხვები დაუსვეს ევგენი პრიგოჟინის სიკვდილისა და ვაგნერის ჯგუფის მომავალის შესახებ, თუმცა პესკოვმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დე იურე ვაგნერის ჯგუფი საერთოდ არ არსებობს.
ჟურნალისტებმა პესკოვს ასევე ჰკითხეს, ჩაანაცვლებს თუ არა ევგენი პრიგოჟინს ანდრეი ტროშევი.
"ეს კითხვა არ არის ჩვენთვის. ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება? თქვენ ამ შეკითხვას მისვამთ და მსგავსი ორგანიზაცია დე იურე არ არსებობს" - უპასუხა პესკოვმა.
მიმდინარე წლის აპრილში დიმიტრი პესკოვის ვაჟმა ნიკოლაიმ, "კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა საომარ ზონაში, "ვაგნერის" რიგებში მსახურობის შესახებ.
ნიკოლაი პესკოვის თქმით, საომარ ზონაში წასვლა მისი პირადი ინიციატივა იყო. "ჩემ მოვალეობად მივიჩნიე. უბრალოდ, უნდა მიმეღო მონაწილეობა", - ამბობს ის.
ნიკოლაი ინტერვიუში ყვება, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიიღო, მამას მიმართა, რათა "ვაგნერთან" დაკავშირებაში დახმარებოდა. ნიკოლაის თქმით, მამამ მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, "შეწუხდა ისევე, როგორც მთელი ოჯახი."
”ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ. როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გამოვაცხადე, ყველამ მხარი დამიჭირა. მკითხეს, დარწმუნებული ვიყავი თუ არა და მესმოდა თუ არა, სად მივდიოდი - რაზეც ვუპასუხე: "დიახ,“ მათ მითხრეს: "წინ“ - ამბობდა ინტერვიუში ნიკოლაი.