"რა მძიმე თვეა აგვისტო, ამდენი ტრაგედია, ამდენი ახალგაზრდა...“ - რას წერს სანდრა რულოვსი?
რამდენიმე დღის წინ, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა. CENN-ის ინფორმაციით, ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა.
ნანა ჯანაშიას შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი წერს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"ნანასთან ერთად გადაღებული სურათი. ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. რა მძიმე თვეა აგვისტო, ამდენი ტრაგედია, ამდენი ახალგაზრდა გახდა ბუნების ძალის მსხვერპლი... მოგვენატრები, ნანა!" - წერს სანდრა რულოვსი.