"ახლა ქალაქის ცენტრში კატასტროფულ სიმახინჯეს აშენებენ..." - რას წერს ვახო სანაია?
ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში სიმახინჯეებს აშენებენ.
"2015 წელს გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა მოღრუბლულ ამინდში სასტუმროდან გადაღებული ფოტო დადო - თბილისში ყველაფერი ნაცრისფერიაო. მთელმა საქართველომ დედა აგინა.
ახლა ქალაქის ცენტრში კატასტროფულ სიმახინჯეს აშენებენ და ძალიან მაინტერესებს, რას იტყოდა", - წერს ვახო სანაია.