მიგრაციის ნაკადების შეჩერება კედლების მეშვეობით შეუძლებელია - იტალიის პრეზიდენტი
იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში ადამიანების კონტრაბანდის გადაწყვეტისთვის, ევროკავშირში ლეგალური შესვლის საშუალებების გაფართოება არის საჭირო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისივე თქმით, მიგრაციის ნაკადების შეჩერება კედლების მეშვეობით შეუძლებელია.
„ჩემი აზრით, თუ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ევროპაში ჩასვლის პერსპექტივებს არალეგალური გადამზიდველების მომსახურების გარეშე დაინახავენ, ისინი მზად იქნებიან დაელოდონ თავის რიგს და ამისთვის ევროკავშირის დონეზე უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა მატარელამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არალეგალების რაოდენობა, რომელიც იტალიაში ჩასვლას ცდილობს, გაორმაგდა.