თეგებით ძიება
26. 08. 2023 ვიდეო

"გადი გაეთრიე, დაგამტვრევ ამას, შოვის ტრაგედია არა ის" - მესტიაში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ (ვიდეო)

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ, ხაიშში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

ჟურნალისტი ემა გოგოხია დეტალურად ჰყვება მასზე და მის ოპერატორზე მომხდარ თავდასხმას:

"დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა ჩვენ ერთ-ერთ საამქროში მივედით მოჭრილი ხის მორების გადასაღებად. გვქონდა ეჭვი, რომ ეს იყო უკანონოდ მოჭრილი ხის მორები. სწორედ ამ დროს სახერხი საამქროდან გამოვიდა დაახლოებით 12-მდე ადამიანი და ჯერ ოპერატორს გადაღება აუკრძალეს, შემდეგ კამერა წაართვეს. ასევე მიკროფონი წამართვეს, წაიღეს გადამცემი აპარატი. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მათ გარემოცვაში ვიყავით, ისე რომ გადაადგილების საშუალება არ გვქონდა და არც მომეცა საშუალება, რომ 112-ში განმეხორციელებინა ზარი, რადგან ტელეფონები ჰქონდათ წაღებული, მოგვიანებით სხვა ტელეფონით მოვახერხე დარეკვა და როგორც კი გაიგეს, რომ 112-ში ზარი დაფიქსირდა და მოვასწარი იმის თქმა, რომ იყო თავდასხმა ხაიშში, ამის შემდეგ იძულებით გადაგვიყვანეს გზის მეორე მხარეს და მუქარით გეუბნებოდნენ, რომ დაგვეტოვებინა ის ადგილი. 20 წუთის განმავლობაში პოლიციას კარს არ უღებდნენ და ვერ მოახერხეს საამქროში შესვლა, პოლიციის მოსვლის თანვე დააბრუნეს კამერა, გადამცემი და მიკროფონი, ჯერ არ ვიცით დაზიანებული არის თუ არა.  

თავდამსხმელებს შორის იყვნენ ის პირებიც, რომლებიც წინა გადაღების პერიოდშიც თავს დაგვესხნენ, მაშინ დაიწყო მოკვლევა, თუმცა არავინ პასუხისგებაში არ მიუციათ და სწორედ დღეს ამ თავდამსხმელებს შორის ის 3 პიროვნებაც იყოს, ყველა მათგანი ამოვიცანით და პოლიციას მივუთითეთ ამ პირების შესახებ. ჯერჯერობით ჩვენ დაკითხვაზე არ გადავუყვანივართ, ამ დროისთვის პოლიცია იმყოფება იმ საამქროში, სადაც ჩვენზე თავდასხმა მოხდა", - თქვა ემა გოგოხიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა